logo
ENG



ჰაიდაი: ლუჰანსკის რეგიონში ყველაზე ცხელი წერტილი სვატოვოს მიმართულებაა

21 ოქტ 202216:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/wrtroyyc41f2xp4.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის რეგიონში ყველაზე ცხელი წერტილი სვატოვოს მიმართულებაა.

"ლუჰანსკის რეგიონში ყველაზე ცხელი წერტილი სვატოვოს მიმართულებაა. მძიმე ბრძოლები მიდის, რუსები დეოკუპირებულ სოფლებს ბომბავენ. ოკუპანტებს ლუჰანსკის ოლქის მაცხოვრებლები თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან მასიურად გამოჰყავთ - რუსები მათ ბინებსა და სახლებს ართმევენ," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაი ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მოსახლეობას სახლები წაართვეს ფრონტის ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში, კრემენნაია-სვატოვოს მიმართულებით, ახლა კი ხიდებს მიადგნენ. მისი თქმით, ოკუპანტები რუბიჟნესა და სევეროდონეცკში მშვიდობიანი მოქალაქეების ბინებში სახლდებიან.

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

18 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბა, მათ შორის, კიევი, ხარკივი, მიკოლაივი, ჟიტომირი. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 10 ოქტომბრიდან უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა.  


close დახურვა