logo
ENG



ჰაიდაი: ოკუპანტების სამხედრო სარდლობა კრემენაიადან რუბიჟნეში გადავიდა

26 დეკ 202215:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/26/2i2r92500s6nk7q.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ოკუპანტების სამხედრო სარდლობა კრემენაიადან რუბიჟნეში გადავიდა. ჰაიდაის თქმით, რუბიჟნე ფრონტის ხაზის სამხრეთით, 15 კილომეტრში მდებარეობს.

"ის, რომ ჩვენმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს კრემენაია ან უკვე შევიდნენ მის გარეუბანში, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ბრძოლა უკვე მიმდინარეობს კრემენაიადან არც თუ ისე შორს. და შემიძლია ვთქვა, რომ ოკუპანტების სამხედრო სარდლობა, რომელიც კრემენაიაში იმყოფებოდა, ახლა რუბიჟნეშია გადასული", - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, რუს ოკუპანტებს იმედი ჰქონდათ, რომ ლიმანის მიმართულებით კონტრშეტევას მოაწყობდნენ, უკრაინელმა დამცველებმა კი ხელი შეუშალეს მათი გეგმების განხორციელებას.

"მათ კონტრშეტევაში წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ მაინც აგროვებენ რეზერვებს", - თქვა ჰაიდაიმ.

21 დეკემბერს, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებით შეტევით ოპერაციებს აწარმოებენ. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, სვატოვოს კიდევ ერთი დასახლებით მიუახლოვდნენ.


close დახურვა