logo
ENG



ჰაიდაი: რაშისტები არ წყვეტენ ბელოგოროვკას აღების მცდელობას

22 ნოე 202213:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/hthyt5erve5t15w.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რაშისტები არ წყვეტენ ბელოგოროვკას აღების მცდელობას.

"წვიმიანი ამინდის გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალები სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით სწრაფად წინსვლას ვერ ახერხებენ.

რაშისტები არ წყვეტენ ბელოგოროვკას აღების მცდელობას, ორკები რამდენიმე კვირაა სოფელს ყოველდღე თავს ესხმიან", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გუშინ ჰაიდაიმ განაცხადა, რომ ბელოგოროვკას მხარეს უფრო თავდაცვითი მოქმედებებია და რაშისტები არ წყვეტენ დასახლებულ პუნქტებზე შეტევას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ლუჰანსკის ოლქის დეოკუპირებული დასახლებები რუსული ძალების მხრიდან ყოველდღე იბომბება, რის გამოც მშვიდობიან მოსახლეობას მუდმივად სარდაფებში ყოფნა უწევს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა