ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსები ლისიჩანსკში მიმავალ გზებსა და ხიდებს ვერტმფრენებით ანადგურებენ.
"რუსები ლისიჩანსკში მიმავალ გზებსა და ხიდებს ვერტმფრენებით ანადგურებენ. ხიდი დაზიანებულია, მის გავლას ახლა მხოლოდ მანქანები შეძლებენ, სატვირთო მანქანა ქალაქში ვერ შევა," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.