logo
ENG



ჰაიდაი: რუსებმა კრემენაიაში 12 წლის გოგო გააუპატიურეს

13 ნოე 202216:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/13/vgycm1hz2zox2tr.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიაში რუსებმა 12 წლის გოგო გააუპატიურეს.

"ისინი [რუსები] არიან არაადამიანები, მოძალადეები, მკვლელები. რუსული ოკუპაცია ჯოჯოხეთია.

სანამ ზოგიერთი ოკუპანტი ხერსონიდან გარბის, სხვა რუსები დროებით ოკუპირებულ ლუჰანსკის რეგიონში აჩვენებენ თავიანთ "გმირობას" ომის ახალი დანაშაულებით. ამჯერად, არაადამიანებმა 12 წლის გოგო გააუპატიურეს", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსმა ოკუპანტებმა რაც შეიძლება მალე დატოვონ ლუჰანსკის რეგიონი, ხოლო ვინც გადარჩება, კანონიერად დაისჯება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა