logo
ENG



ჰაიდაი: რუსეთის ფედერაცია ლუჰანსკის ოლქში თავდაცვისთვის ემზადება

28 ნოე 202212:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/28/i19u4qgq6zn2gtk.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ლუჰანსკის ოლქში თავდაცვისთვის ემზადება.

"ბელოგოროვკას მიმართულებით, ჩვენი დამცველები ერთ კვირაზე მეტია რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევას იგერიებენ. რაც შეეხება სვატოვო-კრემენაიას, აქ რუსები თავდაცვაზე არიან გადასული, ჩვენები წინ მიიწევენ, მაგრამ თანდათან.

ლუჰანსკის რეგიონის ყოველი მეტრი ძალიან მძიმეა, ჯერჯერობით ამინდი არ არის ხელსაყრელი ჩვენთვის", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, უკრაინელი სამხედროების მოქმედება რუსების გეგმებს არღვევს, რის გამოც რუსული ძალები რაიმე სახის სრულმასშტაბიან შეტევას ვერ ახერხებენ.

უკრაინის არმიამ ლუჰანსკის ოლქის მიმართულებით აქტიური კონტრშეტევა ზაფხულის ბოლოს დაიწყო. 14 ნოემბრის მდგომარეობით, ლუჰანსკის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია.


close დახურვა