ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ჰაიდაი აცხადებს, რომ სევეროდონეცკში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლას, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს. ჰაიდაის თქმით, შენობაში ბევრი ბავშვი იყო. საარტილერიო იერიშის შედეგად კი სამი ადამიანი დაიღუპა.
"ლუჰანსკის პოლიცია ცდილობს, რომ ადამიანები სხვა თავშესაფარში გადაიყვანონ. გთხოვთ, თუ ქალაქში დარჩით, მუდმივად თავშესაფრებში იყავით", - წერს ჰაიდაი ტელეგრამზე.
რუსული ჯარები სევეროდონეცკისთვის ალყის შემორტყმას ცდილობენ. 18 მაისს ლუჰანსკის საოკუპაციო რეჟიმმა გამოაცხადა, რომ ბრძოლები ქალაქის საზღვრებთან მიმდინარეობს. ჰაიდაის თქმით, სროლების გამო ყველაზე მეტად ზარალდება სევეროდონეცკი და მის გარშემო არსებული დასახლებები.