logo
ENG



ჰაიდაი: სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით უკრაინული ძალები თანდათან წინ მიიწევენ

21 ნოე 202213:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/21/8uwdlfh6cjy01he.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით უკრაინული ძალები თანდათან წინ მიიწევენ.

"40-მდე ადამიანი რჩება დეოკუპირებულ მაკიივკაში, დაახლოებით 150 ნევსკში. სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან წინ მიიწევენ.

ბელოგოროვკას მხარეს უფრო თავდაცვითი მოქმედებებია, რაშისტები არ წყვეტენ დასახლებულ პუნქტებზე შეტევას. ორკები სოფელს განიხილავენ როგორც საკუთარ ხიდს თავდასხმისთვის და როგორც საფრთხეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ლისიჩანსკში წინსვლისთვის", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, ლუჰანსკის ოლქის დეოკუპირებული დასახლებები რუსული ძალების მხრიდან ამ დრომდე იბომბება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას მუდმივად სარდაფებში ყოფნა უწევს.


close დახურვა