logo
ENG



ჰაიდაი: უკრაინული ძალები რუბიჟნესა და კრემენაიას უახლოვდებიან

15 ნოე 202212:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/15/4osem6y3vtwvt6y.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, უკრაინული ძალები რუბიჟნესა და კრემენაიას უახლოვდებიან.

"ლუჰანსკის რეგიონში ახლა საკმაოდ სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინული ძალები თანდათან უახლოვდებიან დიდ ქალაქებს, კერძოდ, რუბიჟნესა და კრემენაიას.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ ახერხებენ ძალიან სწრაფად წინსვლას ლუჰანსკის რეგიონში, რადგან მტერმა იქ მცირე მომზადება მოახერხა - მათ შექმნეს თავდაცვითი სტრუქტურები და რეზერვების მოგროვება მოახერხეს", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა