ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, უკრაინელი დამცველები კრემენაიადან რამდენიმე კილომეტრში არიან.
"კრემენაიამდე რამდენიმე კილომეტრი გვაქვს დარჩენილი, მაგრამ პროგრესი ნელია ტერიტორიის ნაღმების დაფარვის გამო. ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ბელოგოროვკაში სიტუაციის სტაბილიზაცია მოახერხეს. ჩვენ თავდაჯერებულად ვიკავებთ ჩვენს პოზიციებს", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
11 დეკემბერს, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ რუსებმა ლუჰანსკის ოლქში სამხედრო პერსონალის შესავსებად იძულებითი მობილიზაციის ზომები გააძლიერეს. მისი თქმით, ისინი, ვინც უარს ამბობენ მობილიზებაზე, ძალით მიჰყავთ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.