logo
ENG



ჰაიდაი ლუჰანსკის ოლქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

25 ნოე 202213:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/25/hj0e6fow5gfh16r.png

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი ლუჰანსკის ოლქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

"აქ დარჩენა სახიფათოა, ამიტომ, დაჟინებით მოვითხოვთ გათავისუფლებული სოფლების მაცხოვრებლების ევაკუაციას, რადგან მტერი არ წყვეტს მათ გამუდმებულ დაბომბვას.

ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სახლების დატოვებაზე, მათი სახლები უკვე ნანგრევებად იქცა, მოსახლეობას კი სარდაფებში უწევს ცხოვრება", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი მაკიივკა გაათავისუფლეს, რომელიც მისი თქმით, დღეს ნამდვილ ფრონტად იქცა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ირგვლივ ყველა შენობა მთლიანად დანგრეულია და მოსახლეობის ეზოებში ყოველ წუთს ჭურვები ცვივა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა