logo
ENG



ჰაიდაის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება მძიმდება

15 ივნ 202211:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/15/wsiptufjrn2xriv.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება მძიმდება, მაგრამ უკრაინელი სამხედროები მტერს ერთდროულად სამი მიმართულებით აკავებენ.

"ისინი იცავენ სევეროდონეცკს და მტერს ლისიჩანსკისკენ წასვლის საშუალებას არ აძლევენ, თუმცა, რუსები ახლოს არიან: მოსახლეობა ზარალდება და სახლები დანგრეულია," - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, რუსეთი აზოტის ქიმიურ ქარხანას კიდევ ერთხელ უმიზნებდა, რომელსაც 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე თავს აფარებს.

"მტერი ქუჩის ბრძოლებში უფრო სუსტია, რის გამოც საარტილერიო ცეცხლს იყენებს და ჩვენს სახლებს ანგრევს," - თქვა ჰაიდაიმ.


close დახურვა