ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქში რუსული ძალები სამხედრო პერსონალსა და აღჭურვილობას კარგავენ.
ჰაიდაის თქმით, გუშინ ღამით ლუჰანსკის ოლქში მყოფი რუსი ჯარისკაცების 70% დაიღუპა, რომლებიც სვატოვოს დაზიანებულ შენობაში იმყოფებოდნენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელმა დამცველებმა 50-მდე ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურება შეძლეს.
"რუსები სამხედრო პერსონალსა და აღჭურვილობას კარგავენ. არამარტო წინა, არამედ უკანა ხაზზეც. ნოვოაიდარში, გუშინ ღამით, 50-მდე ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.