ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ომის შემდეგ ლუჰანსკის აღდგენას დაახლოებით 10 წელი დასჭირდება.
ჰაიდაის თქმით, ლუჰანსკის რეგიონში ზარალის დათვლა ახლა შეუძლებელია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურისა და სახლების აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება და ეს იქნება ეტაპობრივი პროცესი.
"ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, 10 წელიწადში შეიძლება ტერიტორია აღდგეს ისე, რომ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდეს, ვიდრე აქამდე," - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.