logo
ENG



ჰაიდაის თქმით, რუსები არ წყვეტენ ლუჰანსკის ოლქში ბელოგოროვკას აღების მცდელობას

06 ნოე 202216:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/06/qqfnsidmk0puckk.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსები არ წყვეტენ ლუჰანსკის ოლქში ბელოგოროვკას აღების მცდელობას.

"რაც შეეხება ბელოგოროვკას, ეს მათთვის გარკვეული პლაცდარმია და პლუს მათ ესმით, რომ თუ ბელოგოროვკას ვერ დაიკავებენ, მაშინ შემდეგი დასახლება შესაძლოა, უკვე ლისიჩანსკი იყოს," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ლისიჩანსკი გათავისუფლდება, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ის ამბობს, რომ რეგიონის სხვა ქალაქებში უკრაინელი დამცველების თავდასხმის პირობებში, მტერი სევეროდონეცკს დატოვებს, რადგან როგორც ჰაიდაი აღნიშნავს, რუსებმა ქალაქი ისე გაანადგურეს, რომ მას ციხედ ვეღარ გამოიყენებენ.

19 სექტემბერს, ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა რუსი ოკუპანტებისგან ლუჰანსკის ოლქის სოფელი ბელოგოროვკა დაიბრუნეს.


close დახურვა