logo
ENG



ჰაიდაის თქმით, რუსები ლისიჩანსკის ბლოკირებას სამხრეთიდან ცდილობენ

27 ივნ 202211:53
3 წუთის საკითხავი
clock 580
2022/06/27/e8b9vcfczaecucy.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსები ლისიჩანსკს სამხრეთიდან თავს დაესხნენ, რის გამოც ქალაქი ძლიერ დაზიანდა.

ჰაიდაის თქმით, მიმდებარე სოფლებიც იბომბება. ამასთან, ის ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სამ დასახლებულ პუნქტს, ბახმუტის გზატკეცილთან ახლოს ცეცხლი გაუხსნეს.

"რუსები საბინაო, სამრეწველო და ადმინისტრაციული ობიექტების ნგრევას არ წყვეტენ. არ არსებობს საათი, როდესაც მტრის არტილერია მშვიდდება.

ისინი [რუსები] ქალაქის ბლოკირებას სამხრეთიდან ცდილობენ. ჩვენ ლისიჩანსკს ვიცავთ," - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.


close დახურვა