logo
ENG



ჰაიდაის თქმით, რუსებმა ლუჰანსკის რეგიონში მობილური ინტერნეტი გათიშეს

14 სექ 202213:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/3hxw24l9u6nxsug.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსებმა ლუჰანსკის ოლქში მობილური ინტერნეტი გათიშეს.

"ლუჰანსკის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ თითქოს რეგიონის, ან როგორც ამბობენ, "რესპუბლიკის" ტერიტორიაზე საშიში არაფერი ხდება. ყოველ შემთხვევაში, მობილური ინტერნეტი გამორთულია," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, ადგილობრივი ოპერატორი განმარტავს, რომ ეს არის საოკუპაციო ხელისუფლების ბრძანება - უზრუნველყონ თავდაცვა და უსაფრთხოება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ადრე ამ საკითხებზე აქცენტს არ აკეთებდნენ.


close დახურვა