ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, რუსეთმა უკრაინული ძალები სევეროდონეცკის ცენტრიდან უკან დახია.
"მტერმა არტილერიის გამოყენებით, ქალაქ სევეროდონეცკში თავდასხმის ოპერაციები ჩაატარა, ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია, ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან დახია და საომარი მოქმედებები გრძელდება," - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაის ცნობით, დაახლოებით 500 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 40 ბავშვი, კვლავ აზოტის ქიმიურ ქარხანას აფარებს თავს, რომელიც მძიმე დაბომბვის ქვეშაა.
ჰაიდაი აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები ხალხის ევაკუაციას ცდილობდნენ. ამასთან, მან თქვა, რომ აზოტის თავშესაფრები ისეთი ძლიერი არ არის, როგორც მარიუპოლის აზოვსტალში.