ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი მეტელკინი დაიკავეს.
"სამხუხაროდ, ჩვენ ამჟამად არ ვაკონტროლებთ მეტელკინს რეგიონულ ცენტრთან ახლოს. ისინი [რუსული ძალები] ინტენსიურად მუშაობენ სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონასა და ქალაქის გარეუბანზე.
ბრძოლები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის მიმდებარე ბევრ სოფელში გრძელდება," - განაცხადა ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაის თქმით, რუსული ძალები სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ და აღნიშნავს, რომ სიტუაცია კვლავ რთულია.