logo
ENG



ჰაიდაის თქმით, სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს რუსები აკონტროლებენ

09 ივნ 202212:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/09/nmi6sv697ejfl7t.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, აღმოსავლეთის ქალაქ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს ახლა რუსები აკონტროლებენ.

"რუსები ყველაფერს ანადგურებენ," - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, როდესაც რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინსვლა დაინახეს, მათ საჰაერო დარტყმებითა და არტილერიის გამოყენებით მისი მიწასთან გასწორება დაიწყეს.

ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, უკრაინამ სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონაზე, ქალაქის გარეუბანში მდებარე საკვანძო ზონაზე კონტროლი შეინარჩუნა.


close დახურვა