logo
ENG



ჰაიდაის თქმით, უკრაინელები სწრაფად, მაგრამ ფრთხილად მიიწევენ სვატოვოს მიმართულებით

08 ნოე 202216:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/08/98n8p59yuyf2uc6.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები სწრაფად, მაგრამ ფრთხილად მიიწევენ სვატოვოს მიმართულებით.

"რუსულმა ძალებმა ნამდვილად მოახერხეს რეზერვების შედგენა და თავდაცვისთვის მომზადება. ამიტომ, უკრაინელი ჯარისკაცები ფრთხილი წინსვლის ტაქტიკას იცავენ. ლუჰანსკის მიმართულებით მობილიზებული ხალხის ძალიან დიდი რაოდენობაა თავმოყრილი", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, უგლედარისა და ბახმუტის მიმართულებით მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის. ამასთან, ის ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში იგივე სიტუაცია იქნება სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით.

5 ნოემბერს, ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ყოველდღე 500 მეტრით წინ მიიწევენ. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ლუჰანსკის ოლქის ქალაქ მაკიივკაში რუსებმა 500 ჯარისკაცი დაკარგეს.


close დახურვა