ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ინფორმაციით, მძევლად 200-დან 250-მდე ადამიანი ჰყავთ აყვანილი, ხოლო 22 მოქალაქე დაიღუპა.
დაჯგუფების წარმომადგენლის, აბუ ოდაიდის მტკიცებით, მძევლების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან ობაიდის თქმით, ადამიანებს მძევლკად ღაზაში არსებული სხვა ფორმირებებიც იყვანენ.
ოდაიდი ამბობს, რომ ჰამასი მძევლების გათავისუფლებას მაშინ დაიწყებს, როცა ამის "შესაძლებლობა" ექნებათ.
***
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.