ჰამბურგის აეროპორტში ერთი ადამიანის შეჭრის შემდეგ, ფრენები დროებით გაუქმებულია. როგორც საერთაშორისო მედიები პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, 35 წლის კაცი აეროპორტში მანქანით გუშინ გვიან ღამით შეიჭრა, ის თავის 4 წლის შვილთან ერთად იმყოფება.
"ღონისძიებები გრძელდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები მანქანაში მყოფ პირთან", - აღნიშნულია ჰამბურგის პოლიციის წარმომადგენლების განცხადებაში.
ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კაცი ავტომობილთ გუშინ შევარდა. მედიასაშუალების ინფორმაციით, მან 2-ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდანაც გაისროლა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ასევე სხვადასხვა მედია წერს, რომ მან მანქანიდან მოლოტოვის კოქტეილებიც ისროლა. თუმცა სროლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს ჰამბურგის პოლიცია.