logo
ENG



ჰარცელი: ევროპაში საქართველოს ბევრი მეგობარი სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო

09 თებ 202215:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/09/mfx33wytjbicqxw.jpg

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა. იმის მიუხედავად რომ უკვე დრო გავიდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიაა და ასევე ძალიან აქტუალური. არა მხოლოდ იმის განსახილველად, თუ რა გაკეთდა უკვე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე რა უნდა გაკეთდეს. ამ დისკუსიამ უნდა ასახოს არსებული სიტუაცია და განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომელი უნდა გადაიდგას შემდეგ. იმიტომ რომ საქართველოს ბევრი მეგობარი ევროპაში სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო და რა იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯი. 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი ევროკავშირში ინტეგრაციისა. ეს არის არა ერთადერთი გზა, არამედ ერთ-ერთი, რომელიც ამ მიმართულებით წინსვლისთვის არის განკუთვნილი და ძალიან ლეგიტიმური კითხვა ისმის, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი?

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ წინსვლა იყო შეთანხმებით მოცულ საკითხებთან მიმართებაში და სხვადასხვა აღებული ვალდებულება შესრულდა, რამაც საქართველოსთვის კარგად იმუშავა. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელიც არ არის შესრულებული, არის სხვადასხვა ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, ამაში შეიძლება მოვიაზროთ მართლმსაჯულების რეფორმა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული მომენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიისთვის ამ საკითხების მოგვარება მოხდეს.


close დახურვა