logo
ENG



ჰარცელი:პუნქტების დაკეტვას უარყოფითი შედეგები მოაქვს, საოკუპაციო რეჟიმმა ეს უნდა გაიზიაროს

07 ნოე 201911:38
3 წუთის საკითხავი
 
9awpf6y91sgr916.jpg

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საოკუპაციო ზოლთან არსებულ ე.წ. საზსაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ დაკეტვას უარყოფითი შედეგები მოაქვს.  ევროპელი დიპლომატი საოკუპაციო რეჟიმს პუნქტების გახსნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 

"მე უკვე არაერთხელ გავაკეთე განცხადება საკმაოდ ხმამაღლა ამ თემასთან დაკავშირებით. ყველა ვხედავთ, რომ გამშვები პუნქტების დაკეტვას მოაქვს უარყოფითი შედეგები. არაერთხელ მოვუწოდე პირადად გამშვები პუნქტების გახსნისკენ. იყო ასევე განცხადებები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სპეციალური წარმომადგენლების. გუშინ უკვე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა გაავრცელეს განცხადება. ჩვენი პოზიცია სრულიად ნათელია. ჩვენ მოვუწოდებთ ამ პუნქტების გახსნისკენ და გავაგრძელებთ ამ მოწოდებებს, იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობა, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება ხოლმე, უნდა გაიზიაროს საოკუპაციო რეჟიმმა", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 


close დახურვა