logo
ENG



ჰარცელი კონტრაბანდაზე: ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ უკრაინის დაზვერვის ბრალდებებს

06 აპრ 202214:22
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებები "სერიოზულია" და მხარეებმა უნდა განაგრძლონ ინფორმაციის გაცვლა ამ საკითხზე. 

"ძალიან სერიოზული ბრალდებებია უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან და ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ მას.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძლიან მკაფიო პასუხი, რომ ასეთი რისკი და პრაქტიკა არ არის. რაც შემეხება მე, შემიძლია ვთქვა, რომ მე არ მაქვს რაიმე ინფორმაცია. რაც ვიცი, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად", - განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

გუშინ, 5 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მტკიცებულებები კონტრაბანდული იარაღის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. 

"აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით", - აცხადებენ სუს-ში. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება". 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კი უკრაინას მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მტკიცებულებები საქართველოს. 


close დახურვა