logo
ENG



ჰელსინკის კომისია: სომხეთი შორდება მოსკოვს, საქართველოს მთავრობა რუსეთისკენ გადაიხარა

04 ოქტ 202401:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/04/z47n7so07qs1f4d.jpeg

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა რუსული და არალიბერალური ორბიტისკენ არის გადახრილი. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარებაა მიმოხილული, კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის პრორუსული პოზიციისკენ გადახრა შეშფოთებას იწვევს.

ჰელსინკის კომისიამ სამხრეთ კავკასიაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმ კურსზე, რომელიც აშშ-მა უნდა განახორციელოს, რათა რეგიონში დემოკრატია გაძლიერდეს და რუსეთის მცოცავ გავლენას დაუპირისპირდეს.

"სამხრეთ კავკასია სტრატეგიული დანის წვერზეა. რადგანაც რუსეთი ცდილობს რეგიონში თავისი გავლენა შეინარჩუნოს რეგიონული კონფლიქტების გაღვივებით, აშშ-მა და ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გადახედონ თავიანთ მიდგომას.

სომხეთი, ისტორიულად რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე, შორდება მოსკოვს. ამავე დროს, აზერბაიჯანი აძლიერებს თავის კავშირებს და ამას აბალანსებს NATO-ს წევრ თურქეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობითა და ხანგრძლივი ურთიერთობით.

ამავე დროს, საქართველოში ქართული ოცნების მთავრობა რუსეთისკენ და არალიბერალური ორიენტაციისკენ გადაიხარა და, როგორც ჩანს, მან გვერდი აუარა თავისი ხალხის პროდასავლურ განწყობებს. პრორუსული პოზიციისკენ ეს გადასვლა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

აშშ-მა კავკასიის მიმართ ორმხრივი მიდგომა უნდა გამოიყენოს, გააძლიეროს ანგარიშვალდებულების ზომები დემოკრატიული უკუსვლისთვის, ამავე დროს, უზრუნველყოს მექანიზმები უფრო ღრმა, უფრო ძლიერი ინტეგრაციისთვის დასავლურ ინსტიტუტებთან. წინსვლის გზა არის ის, რაც ჩვენ ერთად უნდა გავკვალოთ", - აღნიშნავს ჰელსინკის კომისია.


close დახურვა