logo
ENG



ჰელსინკის კომისია თავდასხმებზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობაზე უთითებს

10 მაი 202421:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/nt9xrofdv4cvpuu.jpg

ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში აქტივისტებზე განხორციელებული თავდასხმები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობაზე მიუთითებს.

"საქართველოში აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ დაშინების, შევიწროების და ძალადობის შესახებ გავრცელებული ცნობები მიუღებელია.

ამ რეპრესიული შემობრუნების შეთანხმებული ბუნება მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობაზე და მოითხოვს საყოველთაო დაგმობას", - ნათქვამია განცხადებაში.

უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციურად და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს თავს ესხმიან. 


close დახურვა