logo
ENG



ჰერბსტი: თუ საქართველოს აშშ-ის დახმარებას შევუმცირებთ, სამოქალაქო საზოგადოებას არ შეეხება

29 ნოე 202211:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/29/bn8hhmtda0k9p6a.jpg

ჩვენ დიდი მხარდაჭერა გავუწიეთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს აშენებს დემოკრატიას და რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის კარგია. ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის.

თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ. ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს ისაა, რომ [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შექმნას და ეს არ იქნება კარგი. მჯერა, რომ განცხადებები, რომლებსაც ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მათ პოლიტიკურ სისუსტეს ასახავს.


close დახურვა