logo
ENG



ჰერჩინსკი: ოცნების ქმედებებით, EU-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა

22 ოქტ 202412:21
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ყოფნა და ევროინტეგრაციის შეჩერება ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებების შედეგია.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, სამწუხაროა იმის ნახვა, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირისკენ მიიწევენ, საქართველო კი ნაცვლად ამისა, შორდება EU-ს.

ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავალი ხალხის ხელშია.

"იცით, რომ ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგი. ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირისკენ და საქართველო ამის ნაცვლად, შორდება.

ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხმა ხმა ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ, მაგრამ თითოეულ ხმას ჰქონდა მნიშვნელობა. სხვაობა ძალიან დაბალი იყო. ამიტომ, გთხოვთ, მიდით უბნებზე და ხმა მიეცით თქვენი და თქვენი შვილების მომავალს. ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდა, უდიდესი ნახტომის გაკეთების შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ჩვენ გადავწყვიტეთ, კარი გაგვეღო საქართველოსთვის, მაგრამ ამ კარში თქვენ თვითონ უნდა გაიაროთ. ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენი არჩევანი"- თქვა ჰერჩინსკიმ.


close დახურვა