logo
ENG



ჰერჩინსკი: საქართველომ შესაძლოა EU-ში ინტეგრაციის ისტორიული შანსი დაკარგოს

12 ივნ 202512:08
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/12/2gnrd6u0124t59i.jpg

ჩემი საქმე არ არის, ვუთხრა რომელიმე პარტიას რა გააკეთოს ან რა არა. მე მსურს ქართველებს შორის დიალოგი ვიხილო. იმედს ვიტოვებ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გაიმარჯვებს - ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციის, ამას ეროვნულ პრიორიტეტად აღიქვამს, ხოლო განსხვავებები, რომლებიც ნორმალურია ნებისმიერი დემოკრატიისთვის, დაძლეული იქნება და საქართველო დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას. გაფართოება წინ მიიწევს, რაც ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ სწრაფად მივდივართ წინ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, ხოლო საქართველოსთან, ეს პროცესი ჩიხშია, რაც უკიდურესად სამწუხაროა და ვშიშობ, რომ საქართველომ შეიძლება დაკარგოს ეს ისტორიული შანსი.


close დახურვა