ჰილარი კლინტონმა ჯო ბაიდენს, როგორც დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა. შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ამის შესხებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა.
ჰილარი კლინტონს თქმით, შეერთებულ შტატებს დღეს ესაჭიროება პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს. ჯო ბაიდენის კანდიდატურას მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დასამარცხებლად მხარი ბარაკ ობამამ და სენატორმა ბერნი სანდერსმა დაუჭირეს. არჩევნები შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.