logo
ENG



ჰიპერი BBC-ის სტატიაზე: ველით სწრაფ და სანდო გამოძიებას ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ

01 დეკ 202516:25
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/01/j7xz0xs848776mc.png

ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა BBC-ის საგამოძიებო სტატიასთან დაკავშირებით, „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ასე რომ, ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია. მათი თქმით, გამოცემის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.


close დახურვა