სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, ავსტრიის ხელისუფლება პოლიციის განყოფილებას ხსნის. შენობის გადასაკეთებლად გამართულ კონკურსში ავსტრიულმა არქიტექტურულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
სახლი, სადაც დიქტატორი გაჩნდა, ამჟამად ავსტრიის ხელისუფლებას ეკუთვნის. წლებია ის ნეონაცისტების შეკრების და აქციების ადგილად იქცა.
რამდენიმეწლიანი ფიქრის შემდეგ, როგორ უნდა მოეგვარებინათ პრობლემა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბაუნაუში მდებარე შენობაში პოლიციის განყოფილება განეთავსებინა.