logo
ENG



ჰიტლერისა და სტალინის შედარების გამო რუსი ოპოზიციონერი 15 დღით დააპატიმრეს

30 აგვ 202216:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/30/8u5yy8g3isj82ji.jpg

ჰიტლერისა და სტალინის შედარებისთვის მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი, ლეონიდ გოზმანი 15 დღით დააპატიმრა.

ადმინისტრაციული წესით გოზმანის დაკავების მიზეზი მისი ძველი ფეისბუქპოსტი გახდა. ოპოზიციონერი წერდა, რომ ნაცისტური გერმანიის ფიურერი, ადოლფ ჰიტლერი აბსოლუტური ბოროტება, ხოლო SS-ის წევრები დამნაშავეები იყვნენ, თუმცა საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი უარესები იყვნენ.

2021 წელს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირთან გაიგივებას. 15-დღიანი პატიმრობა აღნიშნული მუხლის მაქსიმალური სასჯელია.


close დახურვა