logo
ENG



ჰოლოდომორი წარმოადგენდა გენოციდს, უმძიმეს დანაშაულს - საქართველოს საელჩო უკრაინაში

26 ნოე 202222:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/26/iinl9w69nx7ctq3.jpg

უკრაინაში საქართველოს საელჩომ უკრაინელ ხალხს ჰოლოდომორის  მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით მიუსამძიმრა.

საქართველოს დიპლომატიური კორპუსი აცხადებს, რომ ჰოლოდომორი საბჭოთა რეჟიმის მხრიდან უკრაინელი ხალხის გენოციდი იყო.

საელჩოს თქმით, დღეს რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას „თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

„უკრაინაში საქართველოს საელჩო უსამძიმრებს უკრაინელ ხალხს ჰოლოდომორის  მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით.

საბჭოთა რეჟიმმა მიზანმიმართულად დახოცა მილიონობით უკრაინელი ხელოვნურად გამოწვეული შიმშილის მეშვეობით. აღნიშნული წარმოადგენდა გენოციდს-კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულს.

ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი შეაფასა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი.

დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ - წერია საელჩოს განცხადებაში.

 

close დახურვა