ჰონგ-კონგში დემონსტრანტებს საპროტესტო აქციების განახლების საშუალებას არ აძლევენ. ჩინეთის მიერ უსაფრთხოების კანონის წარდგენის შემდეგ დღეს აქტივისტები ქალაქის ქუჩებში პირველად გამოვიდნენ, თუმცა მათ პოლიცია დაუპირისპირდა.
სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებენ და ამტკიცებენ, რომ ისინი პანდემიის პირობებში სოციალური დისტანცირების წესებს არღვევენ, რომელიც მხოლოდ 8-კაციან შეკრებებს ითვალისწინებს. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი უკვე დააკავა.
არეულობას ჰონგ-კონგში წინ უძღვოდა მთელი მსოფლიოდან 200 გავლენიანი პოლიტიკოსის ერთობლივი განცხადება. ლიდერები ჰონგ-კონგის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინის გეგმას მწვავედ აკრიტიკებენ.