logo
ENG



ჰონგ კონგში პროდემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს დაესხნენ თავს

17 ოქტ 201911:56
3 წუთის საკითხავი
 
51hnk2i5nxp5o55.png

მასობრივი გამოსვლების ორგანიზატორის წინააღმდეგ ნიღბიანმა პირებმა ცივი იარაღი გამოიყენეს და მას თავს დაესხნენ. დამნაშევეებმა მიმალვა მოახერხეს.

ადმინისტრაციულ რეგიონში მდგომარეობის განსახილველად კიდევ ერთხელ შეიკრიბა საკანონმდებლო ორგანო, თუმცა სხდომა ამჯერადაც ჩაიშალა. ჰონგ-კონგის ლიდერს კანონმდებლების კითხვებისთვის უნდა ეპასუხა, თუმცა შეხვედრა პრო-დემოკრატმა დეპუტატებმა ჩაშალეს, რომლებიც კერი ლემის გადადგომას ითხოვდნენ.  ლიდერის ყოველწლიურ მიმართვას პარლამენტისთვის დეპუტატებმა გუშინაც შეუშალეს ხელი. ლემი იძულებული გახდა გამოსვლის ვიდეო ვერსია გაევრცელებინა.

 


close დახურვა