აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებით, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.
"თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. მე პირადად, ამაში დარწმუნებული ვარ. თეთრი სახლი, მაგალითად, აღარ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინის არმიამ ყირიმში, რუსეთის ობიექტების წინააღმდეგ დარტყმები განახორციელოს", - აცხადებს გენერალი.
ჰოჯესის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგები კატასტროფული იქნება.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში ესკალაცია ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან, ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს მუქარა დასავლეთის დასაშინებლად გამოიყენა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.