აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა უკვე დაიწყო, თუმცა ეს მხოლოდ პირველადი ფაზაა და ქვეყანა მთავარ შეტევაზე ჯერ არ გადასულა.
როგორც ჰოჯესმა სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა აღნიშნა, უკრაინის კონტრშეტევის პირველად ფაზაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხოლოდ 10%-ია ჩართული.
მისივე თქმით, მთავარ შეტევაზე გადასვლა მოხდება, როცა პროცესში უკრაინის 500-700 ჯავშანმანქანა ჩაერთვება.
ამერიკელი გენერალი ვარაუდობს, რომ უახლოეს კვირებში საზოგადოება უკრაინაში დაძაბულ ბრძოლებს ნახავს.
"რასაც ახლა ვხედავთ უკრაინაში - ეს არის [კონტრშეტევის] პირველადი ფაზა. უკრაინის შეიარაღებული ძალების 10%-ია ჩართული პროცესში. შემდეგ კვირებში ძალიან დაძაბულ ბრძოლებს ვიხილავთ... ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენები და ვიცოდეთ, რამდენად რთულია ეს ბრძოლა და რთულია გავიგოთ რა ხდება... ვფიქრობ, რომ [ზაფხულში ომში გარდატეხა იქნება] თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უზრუნველყოფს იმით, რაც მათ სჭირდებათ. ვსაუბრობ გრძელი დისტანციის ზუსტ იარაღზე, რომელიც ყირიმს ნეიტრალიზაციას გაუკეთებს რუსეთის ფლოტისა და შეიარაღებული ძალების შეტევებისგან. სამწუხაროდ აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს შეყოვნებას და არ აძლევს უკრაინას ამ იარაღს - უკრაინა კი მიიწევს წინ. ვსაუბრობ ატაკამების იარაღზე. ამ იარაღს შეუძლია თავდასხმა განახორციელოს სევასტოპოლზე და სხვა რუსულ ბაზებზე ყირიმში.
პირველ რიგში, უკრაინამ იცის რომ დაცული და უსაფრთხო არ იქნება მან, სანამ რუსეთი ყირიმის ოკუპაციას ახდენს. რუსეთი ელოდება სანამ დავკარგავთ ინტერესს და შემდეგ ისევ დაარტყამს უკრაინას. უკრაინელებმა ეს იციან, ისინი არ უნდა შეჩერდნენ და არ უნდა მორიგდნენ, სანამ ყირიმი არ გათავისუფლდება. უკრაინამ იცის, რომ ვერ ააღორძინებს საკუთარ ეკონომიკას იმ პერიოდში, როცა ხდება ყირიმის ოკუპაცია. ეს არა მხოლოდ გადარჩენის მომენტია, არამედ ეკონომიკის აღდგენის უნარიც. შეტევა დაიწყო 2 კვირის წინ. მაგრამ არის განსხვავება შეტევასა და მთავარ დარტყმას შორის. მთავარ დარტყმას ჯერ ვერ ვხედავთ. ამას დავინახავთ, როცა 2-3 ბრიგადა, ჯავშნიანი მანქანების, 500-700 ჯავშნიან მანქანაზეა საუბარი - მოვლენ მოქმედებაში, მაშინ ჩემი აზრით დაიწყება ძირითადი შეტევა", - თქვა ბენ ჰოჯესმა. [სინქრონული თარგმანი]