logo
ENG



​კორონავირუსით დაავადების 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საკრუიზო გემზე იაპონიის პორტში

16 თებ 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

​კორონავირუსით დაავადების 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საკრუიზო გემზე, რომელიც იაპონიის პორტშია გაჩერებული. „დაიმონდ პრინცესის“ ბორტზე საშიში ვირუსი უკვე 285 ადამიანს აქვს. ხომალდის ბორტის წევრები და მგზავრები კვლავ კარანტინში რჩებიან.

ღამის განმავლობაში 140 ადამიანი გარდაიცვალა ჰუბეის პროვინციაში. ვირუსის გავრცელების გამო დროებით მუშაობა შეაჩერა „ფიატის“ ქარხანამ სერბეთში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გამოჯანმრთელებულთა შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მთელ მსოფლიოში ვირუსისგან მედიკოსებმა 9 ათასზე მეტი ადამიანის განკურნება შეძლეს.


close დახურვა