logo
ENG



​ლონდონში ბრიტ ევორდსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

19 თებ 202020:39
3 წუთის საკითხავი
 
y707ux9h6qcwsdt.jpg

​ლონდონში „ბრიტ ევორდსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. 2020 წლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი ბილი აილიში გახდა. საღამოზე მან „ჯეიმს ბონდის“ ახალი საუნდტრეკიც შეასრულა. უკვე მეორედ აიღო ჯილდო საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი მამაკაცის ნომინაციაში რეპერმა „სტორმზიმ“.

2020 წლის სოლო შემსრულებელი პოპ-მომღერალი მეიბლი გახდა, რომელმაც პირველი ალბომი გასული წლის აგვისტოში გამოუშვა.  

გამოვლინდა საუკეთესო ჯგუფიც. ნომინაციაში როკ-კოლექტივმა - „ფოულსმა“ გაიმარჯვა.

ბრიტ ევორდსი 1977 წელს , ბრიტანეთის ხმის ჩამწერი ასოციაციის მიერ დაარსდა, ის ამერიკული გრემის ანალოგად ითვლება.


close დახურვა