logo
ENG



​მიკოლაევის ოლქში 1-ლი სექტემბრიდან რუსული ენის სწავლება იკრძალება

19 ივნ 202213:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/19/2oz21cs07nalcge.jpg

მიკოლაევის ოლქში 1-ლი სექტემბრიდან რუსული ენის, როგორც საგნის, ასევე რუსულ ენაზე სწავლება შეწყდება. 

მიკოლაევის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის შეიარაღებული შეჭრის გამო, "მიკოლაევის სკოლებში 1-4 კლასებში რუსულად სწავლა აკრძალულია". 

ასევე, აიკრძალა რუსული ენის, როგორც საგნის სწავლება 1-ლი - მე-11 კლასებისთვის. 

ეს ზომები ყველა სკოლას ეხება. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ქალაქი მიკოლაევი არაერთხელ დაიბომბა, მათ შორის, ბოლოს - 17 ივნისს. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი - დაიჭრა. დაჭრილებს და დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. რუსებმა ესროლეს 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლებსაც. 


close დახურვა