logo
ENG



„კულტურული“ მაინინგი - დროება

06 თებ 202220:24
3 წუთის საკითხავი
 

რისი მომსწრე და მნახველი აღარ ყოფილი გორი, საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ქალაქი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსაც არ ჩამორჩა და ბიტკოინების წარმოების მსოფლიო ინდუსტრიაში გაერია, თან ისეთი ფორმით ალბათ, ჯერ არავის რომ არ მოსვლია თავში. გორში კულტურის მუშაკმა ერთმა კაცმა იფიქრა, იფიქრა და ფულის შოვნის მარტივი გზა მოიფიქრა, ადგა, მაინერები კულტურის ცენტრის შენობაში დადგა და ასე ბიუჯეტის ხარჯზე საკმაოდ სარფიანი ბიზნესი წამოიწყო. ახლა ამტკიცებს, ყველაფერი მე თვითონ მოვიფიქრე და დავგეგმეო, არ ვიცი გულუბრყვილობის რა ხარისხი უნდა გქონდეს ადამიანს, იმის დასაჯერებლად, რომ ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის 6 ათას ლარიანი ნამატი ვერავინ შენიშნა.


close დახურვა