logo
ENG



„ოცნების“ ახალი კანონპროექტი: სასამართლოს გაშუქების მკაცრი შეზღუდვები

23 ივნ 202520:52
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/23/s1kq1crdk2rd6je.jpeg

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, სასამართლოს სხდომების გაშუქება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

ცვლილებების მიხედვით:

  • სასამართლოს ეზოში, დერეფნებში და სხდომის დარბაზში გადაღება იკრძალება, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ამას სასამართლო ან მისი უფლებამოსილი პირი ახორციელებს.
  • სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა დაიშვება მხოლოდ მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
  • სასამართლოს შენობაში შესულ პირებს შესაძლოა ჩამოართვან პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკა. 

ამასთან, გაუქმდება მედიას დღემდე არსებული უფლება, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესების ფოტოგადაღება ან ტრანსლაცია. კანონპროექტის ავტორები 9 დეპუტატია, მათ შორის არჩილ გორდულაძე და რატი იონათამიშვილი.

კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა გულისხმობს, რომ მიმდინარე კვირაში ის სამივე მოსმენით მიიღება.


close დახურვა