logo
ENG



„ფორმულას“ ჟურნალისტის გამოკითხვა

04 ოქტ 202213:31
3 წუთის საკითხავი
 

დღეს,4 ოქტომბერს სასამართლოს წინაშე  ფორმულას ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე იკითხება. ის 11 მაისს მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს, - მას და ფორმულას ორ ოპერატორს დავით ველიჯანაშვილი თავს მაშინ დაესხა, როდესაც ისინი აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში რესპონდენტს წერდნენ. ანგარიშწორების მიზეზი მათი ტელეკომპანია ფორმულაში მუშაობა გახდა. ის ჟურნალისტს და ოპერატორებს შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართავდა, აგინებდა, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და გასროლით დაემუქრა. ასევე მოსთხოვა ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და ბარის დატოვება. დავით ველიჯანაშვილმა გადამღებ ჯგუფს ფიზიკური დაზიანებებიც მიაყენა


close დახურვა