![s3g82i2k20e1349.jpg](/uploads_script3/news/s3g82i2k20e1349.jpg)
„შმაქსის“ გამოძახება მომხმარებლებს უკვე დღეიდან, 12 ოქტომბრიდან შეეძლებათ.
საგანმანათლებლო სერვისის გამოსაძახებლად საჭირო იქნება დარეკვა ნომერზე, რომელსაც „გირჩის“ ვებ-გვერდზე ავრცელებენ.
„შმაქსი“ „გირჩის“ მიერ დაარსებული საგანმანათლებლო კამპანიაა, ე.წ. „შმაქსისტები“ მგზავრებს თავისუფლებასა და მის მოტანილ სიკეთეებზე ესაუბრებიან. ბოლო მონაცემებით, ქალაქში 200-მდე "შმაქსი" მოძრაობს.