logo
ENG


შაჰინი: საქართველო იყო პუტინის სასტიკი პოლიტიკის პირველი სამიზნე რეგიონში
ჯინ შაჰინი
26 ოქტ, 2023 09:35
შაჰინი: საქართველო იყო პუტინის სასტიკი პოლიტიკის პირველი სამიზნე რეგიონში
  • 449ნახვები

შავი ზღვის კრიტიკული რეგიონი ყოველთვის იყო ინტერესის სფერო და პირველად მას ახლოს გავეცანი, როდესაც 2012 წელს საქართველოში ვიმოგზაურე, საქართველო, რა თქმა უნდა, იყო პუტინის სასტიკი პოლიტიკის პირველი სამიზნე რეგიონში, მაგრამ, სამწუხაროდ, არა უკანასკნელი.

შავი ზღვის რეგიონი იყო და არის ვლადიმერ პუტინის ყურადღების ცენტრში, რადგან ის მის აგრესიულ დღის წესრიგს და რევიზიონისტულ ისტორიას ახორციელებს...

2008 წელს პუტინმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია განახორციელა, რადგან საქართველო დემოკრატიისკენ მიიწევდა. 2014 წელს მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა ნათლად გამოხატეს ნება ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად. და 2022 წელს პუტინი კიდევ უფრო ღრმად შეიჭრა უკრაინაში, როდესაც მიხვდა, რომ მისი ბულინგის ტაქტიკა არ იმუშავებდა. შავი ზღვა კრიტიკულია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაში ხედავს. ის მას ისტორიულად და სტრატეგიულად ხედავს, როგორც მისი იმპერიის მნიშვნელოვან ნაწილს. მაგრამ შავ ზღვაში ასევე არის NATO-ს სამი და ორი ასპირანტი ქვეყანა.

შავი ზღვა კრიტიკული ეკონომიკური დამაკავშირებელია და როდესაც იქ, რუსეთის ქმედებებს შესაფერისი პასუხი არ უპირისპირდება, ეს გავლენას ახდენს ამ ქვეყნების უსაფრთხოებაზე და ეკონომიკებზე. ეს პირადად დავინახე ამ წლის დასაწყისში რუმინეთსა და საქართველოში ვიზიტის დროს და როგორც უკრაინის ელჩმა, ოქსანა მაკაროვამ მითხრა, ის რაც ხდება შავ ზღვაში, არ რჩება შავ ზღვაში... საქართველო ნამდვილად არის რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ.

განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში საქართველოს საკითხზე მსჯელობისას. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა