logo
ENG


კალასი: მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება
კაია კალასი
29 მაი, 2026 12:48
კალასი: მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება
  • 195ნახვები

რუსული დრონის გალაცში, საცხოვრებელ ბინებზე ჩამოვარდნა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და სერიოზული დარღვევა იყო.

დღეს დილით მე ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა ცოიუს, რათა გამომეხატა ევროკავშირის სრული სოლიდარობა რუმინეთის მიმართ.

რუსეთმა დიდი ხანია შეწყვიტა საზღვრების პატივისცემა. მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე, გაზრდიან მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ინვესტიციას ჩადებენ ევროპის თავდაცვის მზადყოფნაში.

წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი X-ზე. 

რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალაცში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა