ნუ, რასაც ვუწინასწარმეტყველებდით, ის მოხდა. მორიგი აქცია ჩაუვარდათ, გამოსული იყო ადამიანების გარკვეული ნაწილი, ეს მათი დემოკრატიული უფლებაა. ზოგადად, როცა ნიკა გვარამიას, ზურა ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის დაძახებულზე 5 000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ხედავთ, რომ მათ რესურსი, პრაქტიკულად, არ აქვთ და დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებდნენ, რაც მიიღეს 2 წლის წინ. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან, მათ მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინ.
თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.